სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ამნისტიის კანონის, კრიმინალური სუბკულტურა - საია-ს მიმართვა მინისტრთა კომიტეტს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ამნისტიის კანონის მიღება 20-21 ივნისს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, კრიმინალური სუბკულტურის არსებობა პენიტენციურ დაწესებულებებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  პარტნიორ ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.

წლევანდელ კომუნიკაციაში საია ყურადღებას ძირითადად დასახელებულ სამ საკითხზე ამახვილებს.

წარდგენილ კომუნიკაციაში საია უთითებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც წინა წლებშიც იკვეთებოდა, და კვლავ არ არის აღმოფხვრილი.

"ხაზგასასმელია, რომ უკვე წლებია საია მინისტრთა კომიტეტის წინაშე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერებას ითხოვს რამდენიმე კუთხით, კერძოდ, ხარვეზად მიიჩნევდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფარგლებსა და საგამოძიებო პროცესზე პროკურატურის მიერ სრული კონტროლის შენარჩუნებას, ასევე, ინსპექტორის სამსახურის მიერ მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით საგამოძიებო უფლებამოსილების არქონასა და სხვა." - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი