სახ.დეპის გადაწყვეტილება ნაადრევია - უკრაინის საგარეო საელჩოს თანამშრომლების გაყვანაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო Twitter-ზე წერს, რომ კიევში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანაზე სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ნაადრევია:

"პატივს ვცემთ უცხო ერების უფლებებს დარწმუნდნენ თავიანთი დიპლომატიური მისიის უსაფრთხოებასა და დაცულობაში, თუმცა ვფიქრობთ, რომ მსგავსი ნაბიჯი არის ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითი",-  წერს ოლეგ ნიკოლენკომ Twitter-ზე.

 

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო,  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მითითება გასცა, რომ უკრაინა ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა დატოვონ.  ქვეყნიდან დიპლომატების გაყვანა დაიწყო დიდმა ბრიტანეთმაც.

რაც შეეხება ევროპას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი