მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას - პაპუაშვილი 

გამოქვეყნდა:

"მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას" - უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება.

"დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არ დაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა უნდა იყოს მიმართული აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში და ისე მთლიანად რეგიონის ინტერესში. 

აქ მნიშვნელოვანი და კრიტიკულია დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობაც გამოთქვა.

“როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მზად ვარ, ნებისმიერი მომენტში ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და თუ საჭირო იქნება პროცესში ჩავერთო“ - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, რომელმაც დღევანდელი მთავრობის სხდომაც ამ თემაზე კომენტარის გარეშე ჩაატარა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი