უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, მით უმეტეს ჩემგან, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს გვარად სერგეენკო ვარ და უკრაინა ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ქვეყანაა.
ჩვენ არასდროს გავმდგარვართ გვერდზე, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას უჭირდა, ისევე როგორც ისინი არ გამდგარან გვერდზე, როდესაც ჩვენ გვიჭირდა. ეს არის მოცემულობა, რომელსაც არანაირი გადაფასება არ სჭირდება.
რაც შეეხება რეზოლუციას, რომლის წარმოდგენასაც ოპოზიცია აპირებს, ჯერ უნდა ვნახოთ, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ.
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით სერგეენკომ.