
ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსში რუსი ჯარების განლაგება საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თავად ბელარუსს.
მათი თქმით, ეს შესაძლოა რუსეთის მხრიდან ბელარუსის ოკუპაციის გეგმის ნაწილი იყოს.
"ბელარუსში რუსული ჯარების განლაგება საფრთხეს უქმნის ლიეტუვას, პოლონეთს, უკრაინას. ასევე, შეიძლება იყოს ბელარუსის ოკუპაციის საბოლოო გეგმის ნაწილი. რუსეთის სამხედროების იქ ყოფნა, ლუკაშენკოს არალეგიტიმური რეჟიმის მოთხოვნით, ბელარუსის ოკუპაციად უნდა განიხილებოდეს. ეს აბსოლუტურად ცხადი უნდა იყოს რუსეთთან აშშ-სა და ევროკავშირის მიმდინარე დიალოგში.
ნებისმიერი დიპლომატიური გადაწყვეტილება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებაზე, არ უნდა მოხდეს ბელარუსის დამოუკიდებელი და დემოკრატიული მომავლის ხარჯზე" - ნათქვამია წერილში.
წერილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას Twitter-ზე ვრცელდება, მას ხელს აწერენ: