ვისაუბრეთ ერთობლივ ინიციატივებზე, რომელიც გავაჟღერეთ პარლამენტში - უკრაინის საელჩოში შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საელჩოში, ელჩ იგორ დოლგოვისა და ენმ-ს წევრების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტში გაჟღერებულ ინიციატივებზე ისაუბრეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

,,ჩვენ ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის გვერდით, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინის გვერდით. ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივ ინიციატივებზე, რომელიც გავაჟღერეთ პარლამენტში.

პირველი, ეს არის საპარლამენტო რეზოლუცია; მათ შორის ერთობლივი ვიზიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავდგეთ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა, ახლა, ძალიან ცუდ სიტუაციაში უკრაინელებისთვის." განაცხადა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერის საჩვენებლად, აუცილებელია პრემიერი ღარიბაშვილი კიევში გაემგზავროს.

მისივე თქმით, ქართული ოპოზიციის ინიციატივას მიესალმება უკრაინის ელჩი.

მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, საელჩოში დღეს "ლელოს" წევრებიც იმყოფებოდნენ.  ელჩს შეხვდნენ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატებიც

იხილეთ ასევე:

ერთობლივი ვიზიტი და მხარდამჭერი რეზოლუცია - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი