ისნის მეტროში, პოლიციელმა შშმ პირს, 18 წლის ახალგაზრდას სცემეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეზე ძალადობენ და მათ თვალწინ მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა.
"პოლიცია მართლა ძალადობს, ხშირი შემთხვევაა", - ამბობენ მოქალაქეები.
პოლიციის თანამშრომლები კი ამბობენ, რომ "პოლიციის ფორმა ძალიან ბევრს აცვია" და მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის და რა მოხდა, მაგრამ თუ რაღაცაა საჭირო, ალბათ თქვენ მიმართავთ ჩვენს პრესცენტრს და უეჭველი გიპასუხებენ, რა მოხდა... არაფერი არ მსმენია... აბსოლუტურად არაფერი," - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.
ავტორი: ნინიკო გიგაური
იხილეთ ასევე: