კრემლი უკრაინას დონბასზე თავდასხმის მზადებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

კრემლი ოფიციალურ კიევს, დონბასში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდასხმის მზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

უკრაინის ხელისუფლება თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საზღვარზე, შეხების ხაზთან, ძალებისა და საშუალებების უზარმაზარ კონცენტრაციას ახორციელებს. მართლაც, ასეთი კონცენტრაცია მიუთითებს შეტევებისა და მოქმედებების მომზადებაზე და ახლა ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს, - ამბობს პესკოვი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი