"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება" | ევროპული საბჭოს განცხადება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი ადასტურებს უკრაინისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბჭო მოუწოდებს რუსეთს, ხელახლა ჩაერთოს არსებულ საერთაშორისო ჩარჩოებში კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

„საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ აგრესიულ ქმედებებსა და მუქარებს უკრაინის წინააღმდეგ და მას დეესკალაციისა და დადგენილი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დიალოგში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდებს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება," - ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი