"მწამებელი სისტემა" - ამ სახელწოდებით აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პოლიციელების მხრიდან ისნის მეტროში განხორციელებულ ძალადობასა და შშმ პირის ცემას აპროტესტებენ.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაგავსი სისასტიკე არაერთხელ გვინახავს. აღნიშნული არაერთხელ მოხვედრილა საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა პოლიციის მხრიდან ძალადობის, უკანონობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაუსჯელი რჩება, - წერს მოძრაობა "სირცხვილია".
ასევე, სამოქალაქო აქტივისტები 25 იანვრის დღის ბოლომდე მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხევვაში კი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ:
იხილეთ ასევე: