
მინისტრის საათის ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში პირველად მიდის. თავდაცვის მინისტრის რანგში ის კანონმდებელებს ანგარიშს ჩააბარებს და შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ღარიბაშვილი სავარაუდოდ, ყველა იმ გახმაურებულ საკითხზეც ისაუბრებს, რომელიც მის უწყებას უკავშირდება. მათ შორისაა სამხედრო ფორმებისა და ფეხსაცმელის თემა და 75 მილიონით ლარით შემცირებული 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი.
დარბაზში ცარიელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტიებისთვის განკუთვნილი სკამები. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ღარიბაშვილის მინისტრის საათს არ დაესწრება. ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმშია.
ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმშ, არ დავესწრებით მის მოსვლას. მან გააკეთა ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომ პარლამენტშ ის მოსვლისას ის არ უპასუხებს ოპოზიციის კითხვებს. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც კონსტიტუციის დარღვევა, ვინაიდან ე.წ. ინტერპელაცია, ანუ დაბარება, ეს არის კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი საკანონმდებლო და რას ჰქვია, არ უპასუხებს? უპასუხებს ძალიან კარგად, დადგება ამის დროც, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომან გოცირიძე.
მმართველი გუნდის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, დასვამს თუ არა ოპოზიცია შეკითხვებს, არ დარჩება საკითხი, რომელსაც თავდაცვის მინისტრი არ შეეხება.
არის საკითხები, რომელზედაც მინისტრი მოგვახსენებს. არის საკითხები,რ ომელიც აინტერესებს საზოგადოებას. არის საკიტხები, რომელიც წამოჭრა ბოო პერიოდში ოპოზიციამ. მე ვფიქრობ, კითხვა დაისმევა, თუ არ დაისმევა, საკითხი არ დარჩება ისეთი, რომელსაც მინისტრი თავის მოხსენებაში არ შეეხება, - აცხადებს ვოლსკი.