საწოლფონდის 45% თავისუფალია - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მობილიზებული საწოლფონდის 45% თავისუფალია. როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, კორონავირუსის ინფიცირების მკვეთი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების რაოდენობა არ მომატებულა.

"ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება არ მომხდარა. დაახლოებით 45% მობილიზებული ჰოსპიტალური საწოლფონდი თავისუფალი რჩება, იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზე, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შემთხვევების მატება იყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის და მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბავშვები რჩებიან ბინაზე და იქ აგრძელებენ კომუნიკაციას",-თქვა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 5 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი