"ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი წყვილი

გამოქვეყნდა:

ქართველი მებრძოლი წყვილი, რუსკა ივანეიშვილი და გელა ბეგლარაშვილი უკვე 3 წელია უკრაინაში მსახურობენ. რუსკა ერთადერთი ქართველი სამხედრო ქალია, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის. 

წყვილი "მთავარ არხთან" ყვება, რომ უკრაინაში იბრძვიან საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის.

"ჩემთვის უკრაინა მეორე სამშობლოა ძალიან მიყვარს უკრაინელი ხალხი, ძალიან ენთუზიაზმით არიან განწყობილი, ძალიან პატრიოტები არიან და ჩემთვის ეს დიდი მოტივაციაა. იყო მომენტები, როცა ჩემი მეუღლე დაიჭრა, ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, თუმცა ყოველ დღე ერთმანეთზე ვზრუნავთ შეძლებისდაგვარად. 

მე თავს ვთვლი ვალდებულად გადავიხადო იმ ბიჭების ვალი, რომლებიც აფხაზეთის ომიდან, 2008 წლის ომით დამთავრებული, უკრაინელები რომლებიც იბრძოდნენ ჩვენ გვერდით და ყოველთვის იდგნენ ჩვენ მხარდამხარ.... ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს, ეს მტერია რუსეთი", - ამბობ რუსკა ივანეიშვილი. 

მისი მეუღლე, გელა ბეგლარაშვილი ამბობს, რომ დღეს უკრაინა მზადაა მტერს მედგრად დაუდგეს და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი