გორის მოჭიდავე მერი აშშ-ში მუშაობს - ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. ირკვევა რომ ლადო ხინჩეგაშვილი ერთ-ერთ სპორტსკოლაში, ჭიდაობის მასწავლებლად მუშაობს. "მთავარმა" დღეს ინფორმაციის გადამოწმება თავად მერთან სცადა, თუმცა ის შეკითხვებს გაექცა. მისი მოადგილე თამაზ შიოშვილი კი დარწმუნებულია, რომ ინფორმაცია არარეალურია - რაღა დროს ამერიკაა, აქ არის კაცი და მუშაობს - ამბობს შიოშვილი "მთავართან" კომენტარში.
კომენტარს არ აკეთებენ მერიის სხვა თანამშრომლები.
კანონმდებლობით, მოქმედ მერს პედგაგოგიური საქმიანობა არ ეკრძალება, თუმცა მთავრი კითხვა ახლა ისაა, როგორ შეუთავსებს ოკეანისგაღმა მწვრთნელობას, გორის მერობას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.