
უკრაინის ელჩის დაბარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოპოზიცია სტრატეგიულ პარტნიორთან არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს და დავით ზალკალიანს ურჩევენ რეალური პრობლემების მოგვარებით დაკავდეს. მათ შორის, აშშ-სთან პრობლემების მოგვარებით:
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს, იმის მაგივრად რომ უკრაინის ელჩს იბარებდეს თავის უწყებაში, ჯობია სასწრაფოდ, სახანძრო რაზმის რეჟიმში მიხედოს უკვე თითქმის დანგრეულ ურთიერთობას საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის" აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმზეა გადასული. ნათელაშვილი ამბობს, რომ თუ რომელიმე ქვეყნის ელჩი უნდა დაებარებინა საქართველოს საგარეო უწყებას, ეს აზერბაიჯანის ელჩია, დავით გარეჯში არსებული ვითარებიდან გამომდინარე:
ესენი გადასული არიან ისევ ორღობის ჭორიკანებივით პათოლოგიურ ბრძოლაზე ძალაუფლების შენრაჩუნებისთვის, რა პროცესშიც სამწუხაროდ მოხვდა უკრაინის ელჩი საქართველოში, რის გამოც მე ვუხდი მთავრობის მაგივრად მას ბოდიშს - ამბობს შალვა ნათელაშვილი
ნინო ბურჯანაძე კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ისევ სიტუაციის პოლარიზაციას ცდილობს:
ივანიშვილი სარგებლობს სააკაშვილის ფაქტორით და უნდა პოლარიზება მოახდინოს - ბიძინა თუ მიშა?! ოპოზიციის ამოცანა კი არის, რომ მრავალპარტიული შედეგი მივიღოთ არჩევნების შემდეგ და პოლარიზაცია გამორიცხული იყოს" ამბობს ბურჯანაძე
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რეფორმირების საბჭოს ხელმძღვანელის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომელიც საქართველოში, 2020 წლის არცევნებს ეხებოდა, საქართველოს საგარეო უწყებამ გუშინ საქართველოში უკრიანის ელჩი დაიბარა და მისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა. ზალკალიანის უწყებიდან გამოსულმა იგორ დოლგოვმა კი განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი არის ქართველი და არასდროს შეწყვეტს ქართველობას".
საქართველოს ხელისუფლება კი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.