NATO აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროების განთავსებას განიხილავს

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური დირექტორის, იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, NATO აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროების განთავსებას განიხილავს.

სტოლტენბერგი თქმით, NATO კვლავ მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ NATO-ს პოზიცია უცვლელი რჩება და ალიანსი მხარს უჭერს თითოეული ქვეყნის თავისუფალ არჩევანს.

"ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედროების განთავსების დეტალებს განვიხილავთ, ამ ძალების განთავსება არის პროპორციული და შეესაბამება ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს აძლიერებს ევროპულ უსაფრთხოებას. ამავე დროს ,NATO კვლავ მზად არის გააგრძელოს დიალოგი რუსეთთან, ჩვენი მოკავშირეები მზად არიან, ჩაერთონ ნამდვილ დიალოგში და ეძებონ კონსტრუქციული გამოსავალი.

ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიონ თავისი ალიანსები და ნატოს კარი ღია რჩება. კონფლიქტის საფრთხე კვლავ რეალურია, მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიური გზის არჩევისკენ. NATO არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ უქმნის საფრთხეს რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას, თუმცა ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი მოკავშირეების დასაცავად",-თქვა იენს სტოლტენბერგმა.

უკრაინის საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი