"კითხვა იყო - ვინ არის სააკაშვილი?!" - ზალკალიანი უკრაინის ელჩის დაბარებაზე

გამოქვეყნდა:

ვინ არის სააკაშვილი? - ეს კითხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების შემდგ გაუჩნდა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ის უკრაინაში საჯარო მოხელე არ არის.

დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განცხადება გააკეთა. ზალკალიანი განმარტავს, რომ სწორედ ამის გამო დაიბარეს უწყებაში უკრაინის ელჩი საქართველოში და მისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს

მიგვაჩნია, რომ მისი ეს განცხადება იყო საარჩევნო კანონკდებლობის დარღვევა იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევას საარჩევნო პროცესში. ასევე მოვითხოვეთ განმარტებები იმასთან დაკავშირებით რა განცხადებაცა გააკეთა შემდგომ სააკაშვილმა, რომ ის თითქოს არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, არც საჯარო მოხელეა... ამიტომ კითხვა იყო, ვინ არის სააკაშვილი?! - განმარტავს ზალკალიანი

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რეფორმირების საბჭოს ხელმძღვანელის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომელიც საქართველოში, 2020 წლის არცევნებს ეხებოდა, საქართველოს საგარეო უწყებამ გუშინ საქართველოში უკრიანის ელჩი დაიბარა და მისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა. ზალკალიანის უწყებიდან გამოსულმა იგორ დოლგოვმა კი განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი არის ქართველი და   არასდროს შეწყვეტს ქართველობას"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი