
ვლადიმირ ზელენსკის არ ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, რადგან ის მისი მეგობარი არასდროს ყოფილა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Украинская правда“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის ინფორმაციით, ის ჯერ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას განიხილავდა, მაგრამ ამას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურმა“. საბოლოოდ კი მან რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა მიიღო.
ზელენსკიმ განმარტება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სამართლიანი ნაბიჯი იყო.