პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო - DRI

გამოქვეყნდა:

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) 24 იანვარს,  ისნის მეტროში პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო.   

DRI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პოლიციის სისტემის რეფორმის განხორციელება, ბავშვთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

 დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს 24 იანვარს გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერში აღბეჭდილ ძალადობას. გავრცელებული კადრებიდან დასტურდება, რომ 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე პოლიციელების მხრიდან განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. პირველ ეტაპზე აუცილებელია დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმართვა მომხდარზე.ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციის სისტემაში ბავშვის ინტერესების დაცვა და კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება არ ხდება. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო. - წერს ორგანიზაცია 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი