
მოსკოვის მორიგი შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე - ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი ამბობს, რომ მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტიურობით ორმაგი დანიშნულების ლაბორატორიებში, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაშია.
მისივე თქმით, ამ ბიოლაბორატორიებში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გარდა, ტარდება დახურული ექსპერიმენტები განსაკუთრებულად საშიში პათოგენებით. ოფიციალური მოსკოვი ასევე ამტკიცებს, რომ საგანგაშოა ინფორმაცია საეჭვო პრეპარატების გამოცდის შესახებ, რომლებსაც ამერიკელი სამხედრო ექიმები ქართველებზე ცდიდნენ:
"რუსეთის მოსაზღვრედ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ჩვენ კანონიერ შეშფოთებას იწვევს. გვაქვს უფლება ვიცოდეთ, სინამდვილეში, რა „იხარშება“ ამერიკის ბიოლაბორატორიებში“ - ამბობს ლუკაშევიჩი "რია ნოვოსტის" ინფორმაციით.