"ემა თავიც არ დაკარგო, გაწიე თავი" - წულუკიანი "მთავარის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას

გამოქვეყნდა:

ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მათი კოლეგები შეცვლიან - კულტურისა და სპორტის სფეროში საკადრო ცვლილებების შემდეგ, თეა წულუკიანი პირველ კომენტარს აკეთებს და გადაწყვეტილების მიზეზებსაც განმარტავს.

წულუკიანი დღეს სვანეთში იმყოფებოდა, სადაც მესტიის მუზეუმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.

"როგორა ხარ ემა? მომენატრე...ემა თავიც არ დაკარგო, გაწიე თავი" - ასე მიმართა წულუკიანმა კომენტარის გაკეთებამდე "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მიკროფონი ხელიდან წაგლიჯა და რამდენიმე თვე არ აბრუნებდა.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი