დოკუმენტზე ხელმომწერი კონგრესმენები ლობისტების გავლენით არ მოქმედებენ - კურტ ვოლკერის პასუხი "ქართულ ოცნებას"

გამოქვეყნდა:

დოკუმენტზე ხელმომწერი კონგრესმენები საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონები არიან  და ისინი არ მოქმედებენ ლობისტების გავლენით - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, კურტ ვოლკერმა "ქართული ოცნების" ბრალდების პასუხად განაცხადა. საუბარია 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელიც გუშინ გავრცელდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით, ეს ჩანაწერი  დოკუმენტში ოპოზიციის ლობისტების უშუალო ჩართულობით მოხვდა, რასაც ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი არ ეთანხმება და ოცნების ხელისუფლებას ახსნებს რომ კონგრესმენებზე  ზემოქმედებას ლობისტები ვერ ახდენენ.

ეს იურიდიული დოკუმენტი ნადმვილად არაა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დოკუმენტი აჩვენებს იმ ხედვას და დამოკიდებულებას, რომელიც კონგრესში რესპუბლიკურ პარტიაში აქვთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ხელმომწერები მნიშნელოვანი ადამიანები არიან. რაც შეეხება ლობისტების როლს, რასაკვირეველია, ამერიკაში ლობისტების დიდი გამოცდილება არსებობს, მაგრამ კონგრესმენები მოქმედებენ თავისი ამომრჩევლის ნების შესაბამისად. ისინი  ერიდებიან ინტერესთა კონფლიქტს და არ ჩარევენ თავის საქმეში გარეშე პირებს, - განაცხადა ვოლკერმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი