შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში | პარტია გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

შევა თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა", ცნობილი ხუთშაბათს, 27 იანვარს გახდება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თქვა, დღეს გამართულ შეხვედრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფრაქციის წევრების დიდი ნაწილი არ ესწრებოდა, შესაბამისად, მსჯელობა სწორედ ხუთშაბათს განახლდება. 

განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, როგორ გაგრძელდება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე. ვთანხმდებით ყველანი იმაზე, რომ იმისთვის რომ ჩვენ საგამოძიებო კომისია შევქმნათ პარლამენტში, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან. ასევე ვთანხმდებით იმაში, რომ უკრაინის საკითხი, რეზოლუციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. უბრალოდ, აქ დგას სტრატეგიული საკითხი იმასთან დაკავშირებით, წყვეტს თუ არა საბოლოოდ ბოიკოტს ნაციონალური მოძრაობა, - ამბობს დეკანოიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი