"მივლინებაში სად უნდა წავიდნენ, არავინ არ ეძახის... ეს არაა ქამრების შემოჭერა"- ბიუჯეტი 2020 და ოპოზიციის შეფასებები

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ხელისუფლებას ბიუჯეტის არასწორად გადანაწილებაში ადანაშუალებს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მწვავე ეკონომიკურ კრიზისს ვერ პასუხობს.

მათი შეფასებით, მთავარი ფინანასური დოკუმენტი არჩევნებს არის მორგებული და არა მოსახლეობის ინტერესებს. "ენმ"-საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოატყუა, როდესაც კორონაპანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებს დახმარებას დაპირდა.

"ევროპულ საქართველოში" კი გადასახადების შემცირების აუცილებლობზე საუბრობენ. გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყანას ახლა ეკონომიკის ამოძრავება, ეკონომიკაში კი ფულის ამოძრავება სჭირდება.

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი კრიზისიც თავიდან აცილებას ვერ შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ტყუილია ის განცხადებები, რომ ხელისუფლებას "ქამრები აქვს შემოჭერილი"

"ბიუჯეტი არის ორიენტირებული საარჩევნოდ. ეს არ არის ეკონომიკური პროგრამის შემადგენელი ნაწილი და კრიზისის თავიდან აცილების ბიუჯეტი. მივლინებაში სად უნდა წავიდნენ, არავინ არ ეძახის და ჩაკეტილები არიან. ამას არ ქვია ქამრების შემოჭერა" - ამბობს ჭიჭინაძე 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი