საქართველოში არანაირი ავტოკრატია და ტირანია არ არსებობს, ვინც გინდა იმან თქვას...რას ჰქვია ტირანიაა? - ქადაგიშვილი 

გამოქვეყნდა:

"საქართველოში არანაირი ავტოკრატია და ტირანია არ არსებობს, ვინც გინდა იმან თქვას, მე ამ პოზიციას დავიცავ", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ს ელჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

"საქართველოში ავტოკრატია ვერ დამყარდება, არ დამყარდება. ჩვენ, ერთადერთი საფრთხე, რაც გაგვაჩნია იქიდან, რომ რუსული აგრესია უნდა იყოს კოლექტიური ურთიერთთანადგომით დაძლეული, უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივ განვითარებასთან ერთად ეკონომიკური ვითარების წინსვლა.

თქვენ წარმოგიდგენიათ ტირანია რა არის? ტირანიაზე არ ლაპარაკობენ პუტინზე და აქ ვისზე ლაპარაკობენ. საქართველოში არანაირი ავტოკრატია და ტირანია არ არსებობს, ვინც გინდა იმან თქვას, მე ამ პოზიციას დავიცავ, რას ჰქვია ტირანიაა საქართველოში",- თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ს საელჩომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წელი აღნიშნა. 

ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი