
აშშ-ს სანაპიროს დაცვის სამსახურის თანამშრომლები ფლორიდის შტატის სანაპიროსთან 39 ადამიანს ეძებენ, რომლებიც სავარაუდოდ, ნავის გადაბრუნების შედეგად გაუჩინარდნენ.
ერთ-ერთი გადარჩენილის ინფორმაციით, ჯგუფი ბაჰამის კუნძულების ქალაქ ბიმინიდან შაბათს, 22 იანვარს ღამით გაემგზავრა, გემი კი ცუდი ამინდის გამო ამობრუნდა.
მისივე თქმით, არც ერთ დაკარგულს სამაშველო ჟილეტი არ ეცვა.