
დასაქმებულების მძიმე მდგომარეობა და მშრომელთა უფლებების მასობრივი დარღვევა - არასამთავრობოები პარლამენტს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორი ბოლო დღეებში სამუშაო ადგილზე სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტსა და ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ისინი საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი შესაბამისი კანონპროექტის განხილვას ითხოვენ, რომლითაც მშრომელთა უფლებები გარანტირებულად დაცული იქნება.
საგანგაშო მაჩვენებელია საქართელოში საწარმოო შემთხვევებით გარდაცვლილი ადამიანების. მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები და ღირსების შემლახავ და სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოშ უწევთ მშრომელებს მუშაობა. შესულია კანონპროექტები პარლამენტშ, რომლითაც გათვალისწინებული მნიშვნელოვანი გარანტიები მშრომელებისთვის და ჩვენი ორგანიზაცია "საია" და ღი საზოგადოება "საქართელოს" ფონდთან ერთად მოუწოდებს პარლამენტს, რომ დააჩქაროს ამ კანონპროექტების განხილვა, - ამბობს EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი.