ეხლა ვარ მრჩეველი დირექტორის - გორის სამხედრო ჰოსპიტლის ხემძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ეს ინფორმაცია მალხაზ ურთმელიძემ "მთავარ არხთან" დღეს დაუდასტურა.
ჩვენ მას მიხეილ სააკაშვილის საქმის წაშლილ კადრებთან დაკავშირებით დავუკავშირდით, რაზეც ურთმელიძემ განაცხადა, რომ "საქმის კურსში" არაა.
ურთმელიძის გათავისუფლების შესახებ რეპორტაჟი "მთავარმა არხმა" 15 იანვარს მოამზადა, თუმცა მაშინ მან ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და თქვა, რომ შეუძლოდ იყო. დღეს კი გაირკვა, რომ ყოფილი დირექტორი, ახლა მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს.