პოლიციაში და პენიტენციურ სისტემაში ძალაუფლება აქვთ მოძალადეებს - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელსაც მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლის წაშლილ კადრებთან დაკავშირებით ავრცელებს და კიდევ ერთხელ იხსენებს მასზე თავდასხმის დეტალებს:
"...არასდროს დამავიწყდება გორის ჰოსპიტალში ღამის 12 საათზე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლში ბადრაგის 6 თანამშრომელი ვითომ საათის წასართმევად რომ დამახტა. მათი მეთაური განსაკუთრებით აქტიურობდა. მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები, სხვები აშკარად თავს არიდებდნენ ბრძანების შესრულებას და ეს უყვიროდა, რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი, გაინძერითო. თან ჩემზე ამბობდა, შეხედე, რამხელა ძალა ჰქონია, ჩვენ კი გვატყუებს, ვითომ ცუდადააო.
აი ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს. ცოფი და სიძულვილი მაინც მძიმე დაავადებაა" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.