
ცენტრალურ ათენში, ძლიერი აფეთქებების შედეგად მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, ერთ-ერთი 77 წლის კაცია, რომელიც მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა, აფეთქება კი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.