
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელსაც პეკინი 4 თებერვლიდან უმასპინძლებს, ხელოვნური თოვლის გამოყენებით ჩატარდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ ამისათვის 100-ზე გენერატორსა და თოვლის შემქმნელ 300 აპარატს გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ ეს ოლიმპიადის ისტორიაში პირველად ხდება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელოვნური თოვლის შექმნისას, მხოლოდ წყალი და ენერგია არ გამოიყენება, დნობის შესანელებლად, საჭიროა ქიმიური ნივთიერებებიც, რაც, თოვლთან შედარებით, საფარს
არაპროგნოზირებადს და პოტენციურად საშიშს ხდის.
მეცნიერები კი კლიმატის ცვლილებაზე მიანიშნებენ და აღნიშნავენ, რომ 1924 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი 21 ადგილიდან, 2050 წლისთვის, „შესაბამისი კლიმატი“ და თოვლი - ბუნებრივი პირობებისთვის მხოლოდ ათგან იარსებებს.