"თქვენს გვერდით ვართ" | გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის

გამოქვეყნდა:

გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. 

"წერილი მივიღე უკრაინის საელჩოსგან, რომელიც სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების თხოვნას შეიცავდა. ჩვენ უკრაინას 5 000 ჩაფხუტს მივაწვდით. ეს მკაფიო სიგნალია: თქვენს გვერდით ვართ", - წერს ლამრეხტი.

მანამდე კი, გერმანიას წინა დღეებში მოკავშირეები ღიად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ოფიციალური ბერლინი კიევისთვის დახმარების გაგზავნაზე უარს ამბობდა. 

ფაქტს კიევის მერიც გამოეხმაურა. ვიტალი კლიჩკომ გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებას ხუმრობა უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი