"თქვენ უნდა გერქვათ აუხდენელი, ქართულ-ჯიგრული ოცნება" - სოფრომაძე მთავრობას თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"თქვენ უნდა გერქვათ „აუხდენელი - „ქართულ-ჯიგრული ოცნება“ - სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" დამფუძნებელი  ხელისუფლებას და ფინანსთა მინისტრს მიმართავს.

ვასილ სოფრომაძე საგადასახადო სამსახურს „ფრესკოსთვის“ თანხების  უსაფუძვლოდ გამოძალვაში სდებს ბრალს და ივანე მაჭავარიანს რეკეტიორ მინისტრს უწოდებს.

თქვენმა საგადასახადო სამსახურმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ფრესკოზე ფულის ახევა. გაასაჯაროვეთ ინფორმაცია რა მიზნით და რამდენი გადაუხადეთ ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ფულიდან კარფურს...ტყუილად დაირქვით ქართული ოცნება, თქვენ უნდა გერქვათ აუხდენელი ოცნება, ქართულ -ჯიგრული ოცნება, თქვენ საქარველოს ოცნება ნამდვილად არა ხართ. ველი პასუსხს ბატონო ივანე, როდის შეგვეშვებით " - ამბობს საგანგებო მიმართვაში ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი