"ერთიანი რუსეთი" პუტინს მოუწოდებს, იარაღით დაეხმაროს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს 

გამოქვეყნდა:

რუსეთის მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი" პუტინს მიმართავს და ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებული რეგიონების იარაღით დახმარებისკენ მოუწოდებს.

განცხადება ამის შესახებ დუმაში, ფრაქციის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ვასილიევმა გააკეთა.

„მივმართავთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, დახმარება გაუწიოს ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებს სამხედრო პროდუქციის მიწოდების სახით, რაც აუცილებელია აგრესიის შესაჩერებლად, ასევე მიიღოს ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად." ამბობს ვასილიევი. 

მისივე თქმით, ფრაქცია კონსულტაციების შემდეგ მივიდა აზრამდე, რომ "არ შეუძლიათ ხალხი კიევის რეჟიმის პირისპირ დატოვოს"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი