ვინ წაშალა მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის ამსახველი კადრები | ადვოკატები მძიმე დანაშაულის დაფარვის მცდელობაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

გამქრალი კადრები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარი ძალადობის საქმიდან. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, მძიმე დანაშაულის დაფარვის მცდელობაზე საუბრობენ.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებისთვის ცნობილი ხდება, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ე.წ. საათის ეპიზოდის ჩანაწერი, გამოძიების მასალებში არ დევს; ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სააკაშვილზე მომხდარი ძალადობის ამსახველი სცენა, რომელშიც მესამე პრეზიდენტის განმარტებით, ბადრაგის რამდენიმე წევრი მონაწილეობდა, განზრახ გააქრეს, რადგან ეს კადრები, პატიმრობაში მყოფი სააკაშილის მიმართ არდაამიანური მოპყრობის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო.

საქმე ეხება, 27 დეკემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მასთან პალატაში ბადრაგი შევიდა და მაჯის საათი ხელიდან ძალის გამოყენებით მოხსნეს. 

ადვოკატებისთვის ცნობილი ხდება, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის ამსახველი კადრები დავით ღონიაშვილმა წაშალა, რომელიც ჰოსპიტლის აწ. უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, მალხაზ ურთმელიძის მრჩევლად იყო გაფორმებული. ჩვენებაში მან თქვა, რომ ჩანაწერების წაშლაზე პასუხისმგებელი სწორედ თვითონ იყო და წაშალა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი