არაა აუცილებელი დიდი გასაქანი მივცეთ ამ დოკუმენტში პოპულიზმს - სარჯველაძე რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის აგრესორობის ხსენების აუცილებლობა არ არსებობს. მისი აზრით, ეს დოკუმენტის "წუნს" არ წარმოადგენს.

"არ არის აუცილებელი ამ შემთხვევაში დიდი გასაქანი მივცეთ ამ დოკუმენტში პოპულიზმს, ეს მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული იყოს ეს დოკუმენტი.

რაც შეეხება რუსეთის აგრესორობას, ეს არ ვფიქრობ, რომ წუნს წარმოადგენს ამ რეზოლუციისა, რომ დამატებით ხაზგასმა არ მომხდარა ამ ფაქტისა ამ დოკუმენტში, ობიექტურად, ტექსტორბივად რომ გავყვეთ უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ამის რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს", - თქვა სარჯველაძემ. 

ცნობისთვის, ოპოზიცია და "ქართული ოცნება" უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა. შეუთანხმებლობის მიზეზად ოპოზიცია შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლასა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობას ასახელებს. "ოცნება" ამბობს, რომ საერთო ტექსტი "დეტალებისა" და "სიტყვების" გამო ვერ მიიღეს. მმართველი გუნდის ტექსტში რუსული აგრესია ნახსენები არაა, თუმცა დეპუტატები ამბობენ, რომ ტექსტი "დაცლილია პროვოკაციული რიტორიკისგან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი