ჰოლოკოსტის გაკვეთილი მოგვიწოდებს, აღარასდროს დავუშვათ სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას.

ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოკოსტის გაკვეთილს, რომელიც ხმამაღლა მოგვიწოდებს, რომ აღარასდროს დავუშვათ სიძულვილზე, შეუწყნარებლობაზე, საკუთარი უპირატესობის რწმენაზე დაფუძნებული პოლიტიკა.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო თანამეგობრობის, ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება.

წერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი