გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა. 

კითხვაზე - გაიკეთებდით თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • 25% - დიახ გავიკეთებდი;
  • 42% - არა არ გავიკეთებდი;
  • 29% - უკვე ავიცერი;
  • 3% - არ ვიცი. 

2021 წლის ივლისში ჩატარებულ კვლევაში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარს გამოკითხულთა 47% ამბობდა. 

გარდა ამისა, ვაქცინირებული მოქალაქეების მესამედი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს, ან არ იცის რას იზამს:

კვლევა 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის
მეთოდით აიღეს, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. საშუალო ცდომილების ზღვარი
+/- 1.3%-ია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი