NDI-ს კვლევით, უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
კითხვაზე - ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს? - მმართველი პარტია ქართული ოცნება ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს
რაც შეეხება ოპოზიციას - გამოკითხულთა 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ; 31%- ეთანხმება; 15%-მა არ იცის; 1% - უარი;
მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, ან ვერ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. გამოკითხულთა უმრავლესობა, მათ შორის ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია;
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველას ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9%-ის აზრით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 8%-ის აზრით სხვა პარტია, 41% კი ფიქრობს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, 17%-მა კი არ იცის კითხვაზე პასუხი და ამასთან, უარს ამბობს პასუხზე.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა 80% მხარს უჭერს პარტიათაშორის თანამშრომლობას. 8% კი არ ეთანხმება.
მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა 34%, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოდერატორის როლში ადგილობრივ მოთამაშეებს, თავად პარტიებს ხედავს. 18%-ის აზრით, ესენი შეიძლება იყვნენ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. 11% ფიქრობს, რომ ამ პროცესში მოდერატორის როლში საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს.
კვლევა 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის
მეთოდით აიღეს, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. საშუალო ცდომილების ზღვარი
+/- 1.3%-ია.