ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ უკრაინელები და მაშასადამე ვართ ევროპელები - არასამთავრობოების მიმართვა უკრაინის ელჩს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს ერთობლივი რეზოლუციით - "ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ უკრაინელები და მაშასადამე ვართ ევროპელები! Ми Грузини, ми Українці і ми Європейці!" მიმართავენ.

ბატონო დიპლომატო, ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციით, სადაც საქართველოს მთავრობა არც ერთხელ არ ახსენებს აგრესორ ქვეყანას, რუსეთს! სამარცხვინოა, რომ საქართველოს მთავრობას არ სძალუძს, რომ საჯაროდ აღიაროს რუსული აგრესია და საჯაროდ საერთაშორისო დონეზე დააფიქსიროს, რომ დიახ, რუსეთი არის ოკუპანტი! ჩვენ გვახსოვს 2008 წლის 12 აგვისტო - უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკოს სოლიდარობა საქართველოს და მისი სიტყვები „დღეს ჩვენ ყველა ვართ ქართველები“. დღეს, საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დღეს უკრაინის ტერიტორიის 7% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 2014 წელს რუსეთმა განახორციელა დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის უკანონო ოკუპაცია! დღესაც რუსეთი ცდილობს სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა მეთოდებით და სხვადასხვა მხრიდან მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის ტერიტორიაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს ომის დაწყებას! ეს კი პირდაპირ დაკავშირებულია ასევე საქართველოსთან.

დღეს უკრაინის თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და ერთიანობაზე გადის საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა! სამარცხვინოა საქართველოს მთავრობის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც არც ერთხელ არ არის ნახსენები ჩვენი ორივე ქვეყნის, მოძმე ერის ერთობლივი მტერი - რუსეთ როგორც ოკუპანტი სახელმწიფო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის რუსულ ორბიტაზე. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები გიცხადებთ სოლიდარობას ჩვენს მოძმე ერს, უკრაინას.

გისურვებთ გამძლეობას, მხნეობას, თავისუფლებად, დამოუკიდებლობას და ოკუპირებული ტერიტორიების - დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის დეოკუპაციას! 2 ჩვენ ვაფასებთ უკრაინის პრზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის პატრიოტულ განაცხადს - „რუსეთთან მეზობლური საუბარი მსურდა, თუმცა ქვეყნის ღალატისთვის ზად არ ვიყავი“. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, უკანონო ოკუპაციას, ტერიტორიების უკანონო ანექსიას!

ჩვენ, ქვეოთ ხელმომწერი ორგანიზაციები ხმამაღლა ვაცხადებთ: ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ უკრაინელები და მაშასადამე ვართ ევროპელები! Ми Грузини, ми Українці і ми Європейці! საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ! 20% території Грузії окуповано Росією! უკრაინის ტერიტორიის 7% ოკუპირებულია რუსეთის მიერ! 7% території України окуповано Росією! რუსეთი ოკუპანტია! Росія - окупант! - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

 „ახალგაზრდა თაობა“ /დ.დონერიანი/ „მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“ /ე.კერესელიძე/ „ახალი ძალა საქართველოსთვის“ /ლ.შველიძე/ "ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის" /მ.ანდღულაძე/ „ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე“ /ჯ.კვარაცხელია/ „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ /ი.კიკიანი/ "თავისუფალი ხმა" /ნ.კურტანიძე/ ს/ჯგუფი - "ხალხის ხმა" /მ.მინდიაშვილი/ 27 იანვარი / 2022

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი