თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ჯიპის ტიპის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: "ჩემი ქალაქი მკლავს"