შშმ მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

შშმ მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას აყენებდნენ.

პროკურორი კი აცხადებდა, რომ ბრალდებულების მხრიდან იყო მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე.

შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები 25 იანვარს დააკავეს. 

ნუგზარ იგივე ნუკრი ბაქრაძეს გამოძიება, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, მის მეწყვილე კახაბერ ბაკაშვილს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი