შშმ მოზარდის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

შშმ მოზარდზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პროკურატურა მათთვის აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს.

ნუგზარ (ნუკრი) ბაქრაძეს პროკურატურა ედავება არაადამიანურ მოპყრობას, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.

საქმე მის წინააღმდეგ აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე დაკავებულს - პატრულ-ინსპექტორ კახაბერ ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

ცნობილია, რო დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ. ნაცემ შშმ მოზარდს კი დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი