სემეკმა "თელასი" "დაუმორჩილებლობის გამო" 50 ათასი ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

სემეკმა "თელასი" სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 50 ათასი ლარით დააჯარიმა, ინფორმაციას თავად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია Facebook- ზე ავრცელებს და წერს, რომ კომპანიამ ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს. 

აქვე, სემეკი თავის გადაწყვეტილებასაც განმარტავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "თელასი" მის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და სწორედ ამის გამო დაჯარიმდა. 

27 იანვრის საჯარო სხდომაზე კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას.

კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე, - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი