Facebook-ის მიერ გაუქმებული ანონიმური და პროპაგანდისტული გვერდები, "ტიკ-ტოკის" ქსელში გადავიდნენ, - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) სოციალური მედიის პლატფორმის, "ტიკ-ტოკის" შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს.
ორგანიაციის ცნობით, "ტიკ-ტოკზე" აქტიურობით "ალტ-ინფოს" ქსელი გამოირჩევა. ასევე, პოლიტიკური შინაარსის არხებიდან, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანია უფრო მასშტაბურია, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღმდეგო.
ISFED-ი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც ტიკ-ტოკის პლატფორმაზე წინასაარჩევნოდ მიმდინარე ტენდენციები და საინფორმაციო მანიპულაციები შეისწავლა. ძირითადი მიგნებების მიხედვით, ფეისბუქის მიერ გაუქმებული არაერთი ცნობილი ანონიმური და პროპაგანდისტული გვერდი წარმატებით გადაერთო ტიკ-ტოკის პლატფორმაზე, მათ შორის “ალტ-ინფოს“ ქსელი, - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.