ბრალდებული პატრულ-ინსპექტორები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

შშმ პირზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდანაც გათავისუფლდნენ - "სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატრულ-ინსპექტორების ნ.ბ.-ს და კ.ბ.ს თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე" - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

ბრალდებულები მოსამართლემ დღეს 2 თვიან წინასწარ პატიმრობაშიც დატოვა.

არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

 საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2022 წლის  15 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი