ტონგაზე 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტონგას ტერიტორიაზე, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. 

მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძული ლიფუკა იყო. ძლიერი ბიძგების შედეგად, მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანდა. ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ტონგაზე  ვულკანი ამოიფრქვა, შემდეგ კი, სანაპიროები ცუნამმა გაანადგურა. კუნძულები ჯერ კიდევ ვულკანური ფერფლითაა დაფარული.


მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი