წერილების ავტორებიდან ზოგიერთი, იმასაც აპროტესტებდა,რატომ მიეცა სააკაშვილი პასუხისგებაშიო - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

განგაშის ზარი შეერთებული შტატებიდან - საქართველოს ხელისუფლების გამოფხიზლების მცდელობა არ წყდება. 

აშშ-ს კონგრესის შემდეგ კიდევ ერთი უმწვავესი გზავნილი, გიორგი გახარიამ დღეს დილით კაბინეტში სენატიდან მიიღო.

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი პირდაპირ წერენ, რომ აქტივისტების დაკავება და აქციების დაშლა პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა იყო. ოპოზიციის ლიდერებზე კი ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. 

"საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა" - ასეთია სენატორების შეფასება, რომელიც უკვე ერთი თვეა, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან უპრეცენდენტოდ ხშირად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ისმის. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის წერილებს საფუძვლიანად ეცნობიან, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას სწორი ანალიზის გაკეთების უნარიც აქვს. 

"გასაკვირია რომ ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება ან მცირე დოზით კეთდება აქცენტი იმაზე,რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს და მის მთავრობას გვაწუხებს და  რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა - ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა.რაც შეეხება დემოკრატიას - დემოკრატიული პროცესი ასეთი მაღალი ხარისხის როგორიც დღეს არის არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ. ამ წერილების ავტორებიდან ზოგიერთი, იმასაც აპროტესტებდა და აგზავნიდა წერილებს,რატომ მიეცა მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიო.ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღებით გავეცნოთ მიღებულ წერილებს, მაგრამ იმისთვის ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ზრდასრული ადამიანები,რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ,"-აცხადებს თეა წულუკიანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი