საქართველოში რეფორმების ვრცელი ჩამონათვალი ჯერ კიდევ განუხორციელებელია - ოლივერ ვარჰელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში რეფორმების გრძელი ჩამონათვალი ჯერ კიდევ განსახორციელებელია. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა ოლივერ ვარჰელმა საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.  ევროკომისარის თქმით, ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიული რეფომების გატარებითაა დაინტერესებული.

ოლივერ ვარჰელმა ბრიფინგზე ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებაც ისაუბრა და  განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობას შეთანხმების სწრაფი იმპლემენტირება სურს, ევროკავშირის მას დახმარებას გაუწევს.

ჩვენი პოლიტიკუირ პრიორიტეტები უცვლელია. ჩვენ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება გვსურს. საქართელოში, ჩემი აზრით, განუხორციელებლი რეფორმების ვრცელი ჩამონათვალიად ა ჩენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გვსურს, რათა ისინი შესრულდეს. რა თქმა უნდა, თუ საქართელოს უნდა თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების სწრაფი იმპლემენტაცია, მზად ვართ ამის გასაკეთებლად,- განაცხადა ვარჰელმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი