ოკუპირებულ სოფელ ავნევთან არგენტინული მახრჩობელა გველი "ბო" იპოვეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული სოფელ ავნევის სიახლოვეს, მდინარე ფრონეზე, არგენტინული მახრჩობელა გველი - ბო იპოვეს.
ინფორმაციას Qartli.ge ცხინვალელ ჟურნალისტზე, ვლადიმერ გაბაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავიდან პითონივით მომეჩვენა. მაგრამ სანდოობისთვის ჩემს რუს კოლეგებს დავუკავშირდი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა კონსტანტინე მილტომ დაადგინა, რომ გველი არგენტინული გველია - ბოა. ასეთი გველები ადამიანებთან ახლოს არიან, ბუნებაში არ ცხოვრობენ, იკვებებიან სახლში, - ამბობს გაბაევი გამოცემასთან. 

გამოცემის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში ვარაუდობენ, რომ გველი ერთ-ერთ მცხოვრებს, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა, მოშინაურებული ჰყავდა. სავარაუდოდ, სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიდა ის ბუნებაში.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი